ევროკომისარმა ტრანსპორტის საკითხებში შუა დერეფნის განვითარების კუთხით საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა

ევროკომისარმა ტრანსპორტის საკითხებში ადინა ვალეანმა ბრიუსელში მიმდინარე მაღალი დონის ინვესტორთა ფორუმზე ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის სატრანსპორტო კავშირების განვითარების კუთხით საქართველოს როლზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, მისი შეფასებით, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში ამ თვალსაზრისით საქართველოს მხრიდან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილები გაკეთდა.

„ძალიან საყურადღებოა პოლიტიკური გზავნილები, რომელიც საქართველომ ევროპულ ოჯახთან შეერთების გზაზე გააჟღერა - პრაგმატული მიდგომა იმის შესახებ, თუ რა რეალური საინვესტიციო საჭიროებაა შუა დერეფანში, სადაც საქართველოს საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ენიჭება“, - აღნიშნა ადინა ვალეანმა ამ საკითხის კომენტირებისას.

ინფორმაციის თანახმად, მაღალი დონის ინვესტორთა ფორუმი ინიციატივა „გლობალური კარიბჭე“-ს ფარგლებში, ევროკავშირის ორგანიზებით ტარდება და ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის სატრანსპორტო კავშირების განვითარების პერსპექტივებს განიხილავს. ფორუმზე განიხილება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) 2023 წლის კვლევა, რომლის მიხედვით, საქართველოზე გამავალი ტრანს-კასპიური მარშრუტი (შუა დერეფანი) ამ კუთხით ყველაზე მიმზიდველ მარშრუტად შეფასდა.

„რა თქმა უნდა, საზღვაო კავშირს, შავი ზღვის გავლით ევროპისკენ, უდიდესი დატვირთვა აქვს საქართველოსთვის. ჩვენ მოუთმენლად ველით ინვესტიციებს და მხარდაჭერას, რათა ეს კავშირი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს“, - აღნიშნა ევროკომისარმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ