ირაკლი ეძგვერაძე - ოლიგარქის „კარის თამაშებით“ მხოლოდ „ოცნების“  შიდა კონფიგურაცია იცვლება

ოლიგარქის „კარის თამაშებით“ მხოლოდ „ოცნების“ შიდა კონფიგურაცია იცვლება, ხალხისთვის - არაფერი,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ეძგვერაძე სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება.

როგორც მან აღნიშნა, „ღარიბაშვილ-კობახიძის გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება“.

„ამ გადანაცვლებით რა იცვლება რიგითი მოქალაქისთვის? ხელფასი ემატება კობახიძის გარდა ვინმეს? სამუშაო ადგილები ჩნდება? ემიგრაცია ბრუნდება? პენსია იზრდება? დანგრეული სკოლები რემონტდება? კორუფცია მარცხდება? ტენდერებით ფულს აღარ მოიპარავენ?

ოლიგარქის კარის თამაშებით მხოლოდ ოცნების შიდა კონფიგურაცია იცვლება, ხალხისთვის - არაფერი“, - წერს ირაკლი ეძგვერაძე სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს