ჯონ კირბი - აშშ-ს ირანთან ომი არ სურს - ჩვენ უსაფრთხო და სტაბილური ახლო აღმოსავლეთი გვსურს და გვინდა თავდასხმები შეწყდეს

აშშ-ს ირანთან ომი არ სურს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ს სურს სტაბილური და უსაფრთხო ახლო აღმოსავლეთი.

„ჩვენ ირანთან ომი არ გვსურს. რეგიონში კონფლიქტის ესკალაციას არ ვცდილობთ. ცხადია, ეს თავდასხმები გრძელდება. ჩვენ ვარიანტების განხილვას გავაგრძელებთ. მე უზენაესი ლიდერის სახელით საუბარი არ შემიძლია, მაგრამ შემიძლია გითხრათ რა გვსურს ჩვენ. ჩვენ უსაფრთხო და სტაბილური ახლო აღმოსავლეთი გვსურს და გვინდა, რომ ეს თავდასხმები შეწყდეს“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.

ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ იორდანიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რეაგირების ვარიანტებს განიხილავს.

„ვფიქრობ, ჩვენ საკმაოდ საღი აზრი გვაქვს და გვჯერა, რომ ამ დაჯგუფებას მხარს „კატაიბ ჰეზბოლა“ უჭერს, რომლის უკანაც ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი დგას, ერაყსა და სირიაში მოქმედებს და ჩვენი ჯარისკაცების წინააღმდეგ უამრავი თავდასხმა განახორციელა“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.

შეგახსენებთ, გუშინ, ჩრდილო-აღმოსავლეთ იორდანიაში, სირიის საზღვართან, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 3 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 34 დაშავდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თავდასხმა ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებებმა განახორციელეს. ირანმა აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობა უარყო.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი