აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლმა „შავნაბადა“ ქალაქ ბერლინში სოლო კონცერტი გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ანსამბლმა „შავნაბადა“ ქალაქ ბერლინში გამართული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ,,into the open” სოლო კონცერტით დახურა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ფესტივალის ფარგლებში კონცერტები მსოფლიო დონის მუსიკოსებმა გამართეს.

ფესტივალის ორგანიზატორების მხარდაჭერით, ანსამბლმა „შავნაბადა“ საქართველოს ფარგლებს გარეთ ქართულ-აფხაზური მუსიკალური კულტურა კიდევ ერთხელ წარადგინა. ღონისძიების პარალელურად, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზური კუთხე მოეწყო, სადაც მოწვეული სტუმრები ქართულ-აფხაზურ გასტრონომიულ კულტურასა და ტრადიციებს გაეცნენ.

„მინდა მივულოცო ანსამბლ „შავნაბადას“ წარმატებული კონცერტი და მადლობა გადავუხადო მათ ჩვენი ქვეყნისა და კულტურის მაღალ დონეზე წარმოჩენისთვის. ორმაგად საპასუხისმგებლო იყო ის, რომ საქართველოს ისტორიული ნაწილის აფხაზეთის ოკუპაციის პირობებში, საქართველოს ფარგლებს გარეთ, ქართულ-აფხაზური ხალხური სიმღერებითა და სპეციალურად მოწყობილი აფხაზური კუთხით ფესტივალის სტუმრებს კიდევ ერთხელ გავაცანით აფხაზეთი“-განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, კონცერტს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორია; პარლამენტის წევრი თომას ჰაკერი, კულტურისა და მედიის კომიტეტის თავმჯდომარე და გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი;გერმანიის წამყვანი მხატვრების სააგენტოს Karsten Witt Musik Management-ის მმართველი დირექტორი კარტენ ვიტი, Deutsche Grammophon-ის ყოფილი პრეზიდენტი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი