მიხეილ სარჯველაძე - არავის აქვს მიზეზი და არც საჭიროება, რომ კონსპირაციების თეორიები ეძებონ - კატეგორიულად ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ეს ჩამოქვეითებაა, მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოზიცია უმნიშვნელოვანესია

არავის აქვს მიზეზი და არც საჭიროება, რომ კონსპირაციების თეორიები ეძებონ - კატეგორიულად ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ეს ჩამოქვეითებაა, მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოზიცია უმნიშვნელოვანესია, - ამის შესახებ ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ გახდა საჭირო პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის ირაკლი კობახიძით ჩანაცვლება.

ამასთან, სარჯველაძის განცხადებით, ეს საჭიროება არჩევნებით გამოწვეული არ არის.

„არავის აქვს მიზეზი და არც საჭიროება, რომ კონსპირაციების თეორიები ეძებონ და ისეთი ახსნა, რაც ხელმოსაჭიდ საშუალებას გაუჩენს ოპოზიციას კრიტიკისთვის, საკმარისად კარგად აიხსნა მიზეზები, რამაც გადაწყვეტილება მიაღებინა პარტიას ასეთ ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს იყო საჭიროება და მიზანშეწონილობა არა არჩევნებისთვის, არამედ ქვეყნისთვის. არ ვფიქრობ, რომ მმართველობაში პრობლემამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება, შიდა დემოკრატიული პროცესები მოითხოვს შესაძლებლობების კონფიგურაციათა ძიებას. ეს იყო აბსოლუტურად მართებული და ერთი პირის მეორით ჩანაცვლება არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც ცუდი იყო და ახლა კარგზე უნდა გადავერთოთ. რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა ეს ჩამოქვეითება კატეგორიულად ვერ დავეთანხმები ამას. ირაკლი კობახიძე როცა პარტიის თავმჯდომარე გახლდათ, მე არ მაქვს ის განცდა, რომ ის რაიმე დაქვეითებულ პოზიციაზე მუშაობდა, უმნიშვნელოვანესია ის პოზიცია, რასაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ჰქვია”, - განაცხადა სარჯველაძემ.

კითხვაზე განიხილება თუ არა მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად, ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელად, ხოლო თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრად, სარჯველაძე აცხადებს, რომ „დასახელებული პირები არიან მმართველი პარტიის საუკეთესო წარმომადგენლები, თუმცა, არანაკლებ ღირებული ადამიანები არიან ამ უწყებებში ახლა მოვალეობის შემსრულებლები“.

სარჯველაძე აცხადებს, რომ ეს საკითხი პრემიერ- მინისტრობის კანდიდატის პრეროგატივაა და თავად წინასწარ ანონსს ვერ გააკეთებს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე