გურამ მაჭარაშვილი - რადიკალური ოპოზიციიდან ჩვენ ვხედავთ წინასაარჩევნო წუწუნს, რომელიც აუცილებლად გადაიზრდება კვნესაში ოქტომბრის არჩევნების შემდგომ

რადიკალური ოპოზიციისთვის მნიშვნელობა არ აქვს პრემიერ ღარიბაშვილის დროს მოხდება პოლიტიკურად ჩაძირვა თუ პრემიერ კობახიძის დროს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, სახელისუფლებო გუნდში არსებული გადაადგილებები გასაგები და აღსაქმელი მხოლოდ საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვისაა და „რადიკალური ოპოზიციისთვის, მნიშვნელობა არ აქვს რომელი პრემიერის დროს მოხდება მათი ლიკვიდაცია“.

„რადიკალური ოპოზიციისთვის მნიშვნელობა არ აქვს პრემიერ ღარიბაშვილის დროს მოხდება პოლიტიკურად ჩაძირვა თუ პრემიერ კობახიძის დროს. რადიკალური ოპოზიციიდან ჩვენ ვხედავთ წინასაარჩევნო წუწუნს, რომელიც აუცილებლად გადაიზრდება კვნესაში 26 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ. აქედან გამომდინარე, რადიკალურ ოპოზიციას წაგებული არჩევნები აქვს და სახელისუფლებო გუნდში რა გადაადგილებები იქნება, ეს გასაგები და აღსაქმელი მხოლოდ საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვისაა, მაგრამ რადიკალური ოპოზიციისთვის, მნიშვნელობა არ აქვს რომელი პრემიერის დროს მოხდება მათი ლიკვიდაცია. ეს განწირული ხმა ჩვენ უკვე ძალიან ხშირად გვესმის მათი მხრიდან, რომელიც აუცილებლად დასრულდება იმ პოლიტიკური პანაშვიდით, რომელსაც ჩვენ არჩევნების შემდგომ ვნახავთ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ