ასლან ბჟანია - სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა აფხაზეთის ხელმძღვანელობის და მოსახლეობის უმთავრესი ამოცანაა

სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა უმთავრესი ამოცანაა როგორც ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის, ისე მთლიანად მოსახლეობისთვის, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ე.წ. თავდაცვის მინისტრთან, ვლადიმირ ანუასთან შეხვედრაზე განაცხადა.

ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა უმთავრესი ამოცანაა როგორც ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის, ისე მთლიანად მოსახლეობისთვის. უკრაინაში არსებული ვითარებისა და საომარი მოქმედებების გათვალისწინებით, იზრდება სამხედრო კონფლიქტების გაჩაღების შესაძლებლობა“, - განაცხადა ბჟანიამ და დასძინა, რომ, ამ ფონზე, აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მზადყოფნის დონის ამაღლება მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე ბჟანიამ სარეზერვო ბრიგადების მართვის ორგანოების ფორმირების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე შეიქმნა შვიდი სარეზერვო ბრიგადისა და პოლკის მმართველი ორგანო. ე.წ. თავდაცვის მინისტრმა ბჟანიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პირველად ბოლო 13 წლის განმავლობაში, გაიზარდა სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პერსონალის ხელფასები.

ამასთან, ვლადიმირ ანუას თქმით, 2023 წელს, საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის შესანარჩუნებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 100 მილიონი რუბლი გამოიყო.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ