სოფო ჯაფარიძე - მთავრობისგან უყურადღებოდ დატოვებულ ონკოლოგიურ პაციენტებს ისე სჭირდებათ ჩვენი გვერდში დგომა, როგორც არასდროს - კვირას გელოდებით პარლამენტთან

დღეს უნდა ვიდგეთ აქ, მთავრობისგან უყურადღებოდ დატოვებულ ონკოლოგიური პაციენტების გვერდით, მათ ისე სჭირდებათ ჩვენი გვერდში დგომა, როგორც არასდროს. კვირას, 14:00 საათზე, გელოდებით პარლამენტთან, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

ის ონკოლოგიურ პაციენტებს შეხვდა. სოფო ჯაფარიძის თქმით, დღეს ონკოპაციენტები ხელისუფლების მხრიდან მიტოვებულები და მოტყუებულები არიან.

„ჩვენ ვითხოვთ სიცოცხლის უფლებას. ძალიან დიდი ხანია ონკოპაციენტები სახელმწიფოსგან ითხოვენ ხელმისაწვდომ ჯანდაცვას და ითხოვენ ხელმისაწვდომ მკურნალობას. მათ მიიღეს დაპირება, რომელიც, სამწუხაროდ, აღმოჩნდა ტყუილი და საუბედუროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოატყუა ჩვენი მოქალაქეები. ეს არის ძალიან არაადამიანური დამოკიდებულება ჩვენი მოქალაქეების მიმართ. სახელმწიფოს გულგრილობამ აიძულა ონკოპაციენტები, რომ იბრძოლონ თავიანთი ოჯახის წევრების სიცოცხლის უფლებისთვის. დღეს, როდესაც ეს ადამიანები ისედაც ძალიან მძიმე და რთული მკურნალობის გზას გადიან, მათ არ უნდა უწევდეთ კარდაკარ სიარული იმისათვის, რომ მიიღონ მათთვის და თავიანთი ოჯახის წევრებისთვის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება. დღეს ისინი არიან სახელმწიფოსგან სრულიად მიტოვებულები და მოტყუებულები, სამწუხაროდ. მათ როდესაც მიიღეს პირობა, რომ ექნებოდათ სრული მკურნალობა უფასოდ, აღმოჩნდა, რომ თურმე უფასო მკურნალობა გულისხმობს შემდეგს - 25 ათას ლარიან ლიმიტს, რომელიც ძალიან ბევრი ონკოპაციენტისთვის 2-3 თვისთვისაც კი არ არის საკმარისი. მათ პრობლემები აქვთ კვლევებზე და აქვთ ძალიან ბევრი პრობლემა. დავუდგეთ ამ ადამიანებს გვერდით, დავუდგეთ ყველა! აქ აღარ აქვს აღარაფერს მნიშვნელობა, თუ ვის რა და როგორი პოლიტიკური შეხედულება თუ გემოვნება აქვს. ჩვენ დღეს უნდა ვიდგეთ აქ ამ ადამიანების გვერდით, მათ ისე სჭირდებათ ჩვენი გვერდში დგომა, როგორც არასდროს. კვირას, 14:00 საათზე, გელოდებით პარლამენტთან.“- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

სოფო ჯაფარიძის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა