საფრანგეთის პრეზიდენტი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის სამიტის წინ ვიქტორ ორბანს შეხვდნენ

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროკავშირის სამიტის წინ ვიქტორ ორბანს შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ბერტალან ჰავასი ავრცელებს.

იტალიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ვიქტორ ორბანმაც დაადასტურა და „ფეისბუქზე“ ჯორჯია მელონთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის სპეციალური სამიტი გაიმართება, რომელზეც ევროკავშირის ლიდერები უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხს განიხილავენ.

ვიქტორ ორბანმა, გასულ შაბათს განაცხადა, რომ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ ბუდაპეშტმა ევროკავშირს კომპრომისული შეთანხმება გაუგზავნა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ