გია ვოლსკი - „ლელოს“ სერიოზული მიზეზი აქვს, სამუშაო პროცესში მონაწილეობა არ მიიღოს - „ფორდმუსტანგის“ გამოგელვებით, სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი და ურჩევნიათ მათ მიმართ ყურადღება „დაუმორჩილებლების“ კონტექსტში იყოს

„ლელოს“ სერიოზული მიზეზი აქვს, სამუშაო პროცესში მონაწილეობა არ მიიღოს - „ფორდმუსტანგის" გამოგელვებით, სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი და ახლა ურჩევნიათ მათ მიმართ ყურადღება „დაუმორჩილებლების" კონტექსტში იყოს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ლელოს" გადაწყვეტილებას, რომელმაც ევროკავშირის 9 ნაბიჯთან დაკავშირებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღო და რეკომენდაციების შესრულების მათი ხედვა ცალკე წარადგინა.

რაც შეეხება შეხვედრაში მონაწილე ოპოზიციას, ვოლსკის განცხადებით, ვერც მათზე იტყვის, რომ საქმეზე ორიენტირებულნი არიან.

„ლელოს" სერიოზული მიზეზი აქვს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში მონაწილეობა არ მიიღოს, რადგან საკმაოდ უარყოფით კონტექსტში წარმოჩნდა მათი ბოლო აქტივობები პიარ თვალსაზრისითაც, როცა "ფორდმუსტანგის" გამოგელვებით პოლიტიკური საქმიანობის წინა პლანზე, სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი. ასევე, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოაგონეს ის, რომ თაღლითობა დაუდასტურდათ და ამ თაღლითობას ვერანაირად უარყოფენ, მით უმეტეს, თავადაც აქვთ იმ ოპერაციის თაობაზე დადასტურებული, რასაც სასამართლომ თაღლითობა დაარქვა. რასაკვირველია, გადაჯგუფება და სტრატეგიის შეცვლაა საჭირო. ახლა მათ მიმართ ყურადღება უფრო ამ კონტექსტში განიხილება, როგორც საერთო ფორმატიდან ამოვარდნილების, ამ კონტექსტში ყოფნა ურჩევნიათ თავად, როგორც "დაუმორჩილებლების" და თანაც, ვითომ გამიჯნულების კოლექტიური "ნაცმოძრაობისგან". თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ვინც ამ პროცესში მონაწილეობს, ორიენტირებულია საქმეზე,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ