დმიტრო კულება - მრავალწლიანი ფინანსური ინსტრუმენტი გვაქვს და ვეტოს დაძლევის პრობლემა გაქრა

უნგრეთის პირობა ჩავარდა, ვეტოს პრობლემა გაქრა. ასეთი კომენტარი გააკეთა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ევროკავშირის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფასთან დაკავშირებით.

კულებამ აღნიშნა, რომ უნგრეთმა ვერ მიაღწია უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების ყოველწლიურად შეთანხმების პირობას, რაც კიევის დახმარებაზე ვეტოს დადების საფრთხეს ხსნის.

“ ჩავარდა პირობა იმის შესახებ, რომ მომავალ წელს ამ 50 მილიარდიდან კონკრეტული თანხის გამოყოფის შესახებ ევროპულ საბჭოში ყოველწლიურად უნდა მიიღებოდეს გადაწყვეტილებები. ანუ, მრავალწლიანი ფინანსური ინსტრუმენტი გვაქვს და ვეტოს დაძლევის პრობლემა გაქრა - ის არ იქნება”, - განაცხადა კულებამ.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროკავშირის შეთანხმებას “დიდი გადაწყვეტილება” უწოდა, რომელიც ევროპის ერთიანობას უსვამს ხაზს.

კულებამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი დადებითი მომენტია ის, რომ ეს ევროკავშირის ყველა 27 წევრის ერთიანი გადაწყვეტილებაა, მათ შორის უნგრეთისაც.

მინისტრი თვლის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ნათლად აჩვენებს, რომ ევროპაში “ომისგან დაღლილობა” არ არსებობს და ეს სწორი სიგნალი იქნება აშშ-ის კონგრესში უკრაინისთვის დახმარების შესახებ დისკუსიებისთვის.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე