გია ხუხაშვილი - გაინტერესებთ ღარიბაშვილი რატომ მოხსნა? იმიტომ, რომ ყელში ამოუვიდა ის, რომ ყველაფერს ბიძინა აკეთებს

გაინტერესებთ ღარიბაშვილი რატომ მოხსნა? იმიტომ, რომ ყელში ამოუვიდა ის, რომ ყველაფერს ბიძინა აკეთებს - ძალიან ძნელია უყურო, რომ შენ აკეთებ რაღაცებს და შენ (ღარიბაშვილი) პრობლემების მეტი არაფერი გაქვს, - ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

ექსპერტის მოსაზრებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს „თავის ადგილი მიუჩინა“.

„გაინტერესებთ ღარიბაშვილი რატომ მოხსნა? იმიტომ, რომ ყელში ამოუვიდა ის, რომ ყველაფერს ბიძინა აკეთებს. ძალიან ძნელია უყურო, რომ შენ აკეთებ რაღაცებს და შენ (ღარიბაშვილი) პრობლემების მეტი არაფერი გაქვს. ეს პატარა ბიჭები „გაგულავდნენ“. თუ ამ ქვეყანაზე რამე გაფაჩუნდება ყველაფერი პრემიერ-მინისტრის დავალებით ხდებაო, ანუ ბიძინას გაკეთებულს ღარიბაშვილს აბრალებდნენ. ამასობაში ბიძინას ანგარიშებს უყინავენ და გაგიჟდა კაცი. ადგა და მიუჩინა თავის ადგილი და თქვა კიდევაც, რომ მე არ მომისურვებია, თვითონ მიხვდაო რაც უნდა გაეკეთებინაო და თავისი სურვილით წავიდაო“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

კითხვაზე, რატომ არ მოვიდა ირაკლი კობახიძე თავისი გუნდით, ექსპერტი პასუხობს, რომ არც ყოფილ პრემიერ-მინისტრს ჰყავდა საკუთარი გუნდი და არსებული მინისტრთა კაბინეტი იყო ბიძინა ივანიშვილის მინისტრთა კაბინეტი.

„ეს მინისტრთა კაბინეტი ღარიბაშვილის იყო? ეს მინისტრთა კაბინეტი იყო ბიძინა ივანიშვილის მინისტრთა კაბინეტი. მუდმივად ვსაუბრობთ ჩრდილოვან მმართველობაზე და ჩვენ თვითონ არ გვინდა ბოლომდე დავიჯეროთ. ანუ ჩვენ გვქონდა ილუზია, რომ რომელიმე მინისტრი იყო ღარიბაშვილის დანიშნული და თუ ღარიბაშვილს პერსონალური პრობლემა შეექმნა ე.ი. სხვა მინისტრებსაც შეექმნათ პრობლემები? ამაში ხომ ლოგიკა არ არის“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილიც „უბედურია“ , რადგან თეორიულად ორი ადამიანი ჰყავს (ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე), ამიტომ არ არსებობდა სხვა ვინმე ვინც შეიძლება დაენიშნა პრემიერ-მინისტრად.

„ბიძინაც უბედურია, ტრაგიკულია, სულ ორი ადამიანი ჰყავს. ვიღაცები ანალიზს რომ აკეთებენ, როგორი ბრძენია, „როქი გააკეთა“... სულ ორი კაცი ჰყავს, მეტი არავინ ჰყავს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!
სამომხმარებლო ბაზარზე  მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა