იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნების“ პრეზიდენტები იმით გამოირჩევიან, რომ მათ ქვეყნისთვის არაფრის კეთების ამბიცია არ გააჩნიათ, მაგრამ საკუთარი ვადის მეორე ნახევარში უჩნდებათ ამბიცია ბიძინა ივანიშვილს და „ოცნებას“ წაეკინკლაონ - ეს შეთანხმებული მგონია

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტები იმით გამოირჩევიან, რომ მათ ქვეყნისთვის არაფრის კეთების არანაირი ამბიცია არ გააჩნიათ, მაგრამ საკუთარი ვადის მეორე ნახევარში სულ უჩნდებათ ამბიცია, რომ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ წაეკინკლაონ, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

კითხვაზე, თუ რა მოლოდინი აქვს 6 თებერვალს, პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის ანგარიშის წარდგენიდან, ხომ არ შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ პოზიცია შეიცვალოს და ბოიკოტის გამო სხდომათა დარბაზი დატოვოს, ხვიჩია ასე პასუხობს: „სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს, რას იზამს, რადგან საქართველოს პრეზიდენტს პრეზიდენტობა არ უნდა“.

„მას საშუალება ჰქონდა, თავისი პრეზიდენტობის რამდენიმე წლიან ვადაში ერთი მნიშვნელოვანი საქმე მაინც გაეკეთებინა ქვეყნისთვის, ისევე, როგორც წინა პრეზიდენტს, ბატონ მარგველაშვილს ჰქონდა ამის შანსი, მაგრამ „ქართული ოცნების“ პრეზიდენტები იმით გამოირჩევიან, რომ მათ არანაირი ამბიცია არ გააჩნიათ ქვეყნისთვის არაფრის კეთების, მაგრამ სულ უჩნდებათ ამბიცია, რომ წაეკინკლაონ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ საკუთარი ვადის მეორე ნახევარში. ეს შეთანხმებული მგონია, წინა შემთხვევაშიც, შეთანხმებული მეგონა და ახლაც ვფიქრობ, რომ მარგველაშვილიც შეთანხმებული იყო „ქართულ ოცნებასთან“ თამაშის იმ წესებზე და ჩარჩოების ფარგლებში მოქმედებდა. ზუსტად იგივე მგონია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი“, - განაცხადა ხვიჩიამ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს