ლევან სამუშია - სამთავრობო პროგრამას უნდა ერქვას - „ენას ძვალი არ აქვს“

სამთავრობო პროგრამას უნდა ერქვას - „ენას ძვალი არ აქვს“, - ასე გამოეხმაურა „ლელოს“წევრი, ლევან სამუშია ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სამთავრობო პროგრამას - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.

სამუშიამ განმარტა, თუ რატომ არ ექნება ახალ მინისტრთა კაბინეტს „ლელოს“ მხარდაჭერა.

„მთავრობას, ხელისუფლებას, რომელიც რუსეთს ემსახურება, ხელისუფლებას, რომელიც რუსეთის ინტერესებს ატარებს და სწორება ოკუპანტ სახელმწიფოზე აქვს, როგორ შეიძლება „ლელოს“ მხარდაჭერა ჰქონდეს? რუსეთის წარმომადგენელია ივანიშვილი, ის ვის, როგორ შეარჩევს და როგორ გადაწყვეტს, მნიშვნელობა არ აქვს. ამასთან დაკავშირებით „ლელოს“ პოზიცია ნათელია“, - განაცხადა სამუშიამ.

სამთავრობო პროგრამასთან დაკავშირებით კი, სამუშიამ აღნიშნა, რომ „ხელისუფლება რუსულია და ევროპის სალანძღავად, მიკროფონებთან მთავრობის წარმომადგენლების რიგი იდგა“.

„ამ დოკუმენტს უნდა ერქვას „ენას ძვალი არ აქვს“. პრინციპით - „ენას ძვალი არ აქვს“ მოქმედებენ. ჩვენ ვიცით ხელისუფლება, რომელიც რუსულ კანონს იღებდა, ხელისუფლება, რომელმაც კარი გაუხსნა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს, ამასთან დაკავშირებით კონტროლი არ არსებობს. საქართველოს დაცვის აქტი მინდა შეგახსენოთ, რომელიც „ლელომ“ წარადგინა. საქართველო რუსეთისგან და რუსეთის ხელისუფლებისგანაა დასაცავი, რომელიც საქართველოშია. ეს უვიზო მიმოსვლას, ფრენების აღდგენას ეხება. საბჭოთა კავშირის დროს არ დაფრინავდა იმ ქალაქებიდან თვითმფრინავები, რაც ახლა თბილისშია, საუბარია რუსული პროპაგანდისტული მედიის მუშაობაზეც, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს და საზოგადოებას წამლავს. საქართველოში ღიადაა გახსნილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობა, ოკუპანტ ქვეყანაში, ეს ჩვეულებრივად „მოსულა“ და არაფერი არ არის. ასევე, მიწები იყიდება ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებზე, უვიზო მიმოსვლაა.

ევროპული სათაური აქვს დოკუმენტსო, ევროპას ვინ აგინებდა შარშან, ვინ ამბობდა, ომში ჩათრევა, ომი უნდათო. მთავრობის წარმომადგენლების და უმრავლესობის დეპუტატების რიგი იდგა მიკროფონებთან, რომ ევროპა ელანძღათ. ეს სუფთა რუსული ხელისუფლებაა, ეს არის რუსეთის მსახური ხელისუფლება, რომელიც რუსეთს ემსახურება. „ლელოსთვის“ მნიშვნელობა არ აქვს ესენი დღეს რას იტყვიან, ვის წარმოადგენს ივანიშვილი. ადამიანები ნაბიჯს ვერ დგამენ ივანიშვილის თანხმობის გარეშე, პირდაპირი ჩართვის დროს, კობახიძემ ნებართვა ითხოვა ნაბიჯი გადაედგა თუ არა, მეორე ირაკლის მხარეს. ვნახეთ, როგორ უყურებს მას, ივანიშვილი ეუბნება მიბრძანდიო და ესეც მიდის, ადამიანები საკუთარ თავს არც ეკუთვნიან, ესენი არიან ივანიშვილის და შესაბამისად, რუსეთის მსახურები. „ლელოსთვის“ მთავარია, საზოგადოებაზე, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებზე ვიზრუნოთ“,- განაცხადა სამუშიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო