ირაკლი ქადაგიშვილი - გახარიას „ქართული ოცნების“ არანაირი ხმების წაღება არ შეუძლია - ალბათ ისევ, ნიკა გვარამიას ალიანსის იმედით არის დარჩენილი

გიორგი გახარიას რესურსი დამოუკიდებლად, მე ვფიქრობ, უკვე არაფრის მომცემი აღარაა - ის დღეს თუ რამის იმედით იქნება ალბათ, ისევ, ნიკა გვარამიას ალიანსის იმედით არის დარჩენილი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას არანაირი პრინციპი არ გააჩნია და შესაძლოა, მან ნიკა გვარამიასთან ითანამშრომლოს.

როგორც ქადაგიშვილი აღნიშნავს, გიორგი გახარიას "ქართული ოცნების" არანაირი ხმების წაღება არ შეუძლია.

„რა თქმა უნდა, წარმომიდგენია [გახარიასა და გვარამიას თანამშრომლობის პერსპექტივა], გამომდინარე იქიდან, რომ გახარიას არანაირი პრინციპი არ გააჩნია და ისინი უკვე თანამშრომლობენ ძალიან მკვეთრად და მკაფიოდ "ნაციონალურ მოძრაობასთან". რაც შეეხება გახარიას მხრიდან "ქართული ოცნებისთვის" ხმების წართმევას - ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დაიხურა. გახარიას "ქართული ოცნების" არანაირი ხმების წაღება არ შეუძლია. ის "ფეიკი", რომლითაც იგი თავის მოღალატეობრივ პოლიტიკას ნიღბავდა, რომ თითქოს, ის იყო ალტერნატიული გარკვეული პროექტი, გაცამტვერებულია და გამომდინარე აქედან, დღეს გახარია თუ რამის იმედით იქნება ალბათ ისევ, ნიკა გვარამიას ალიანსის იმედით არის დარჩენილი. მისი რესურსი დამოუკიდებლად, მე ვფიქრობ, უკვე არაფრის მომცემი აღარ არის," - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ