FMCG ბაზარზე ბრენდული ქსელების წილი 2028 წელს 55.6%-ის მიაღწევს

ბრენდული ქსელების წილი FMCG ბაზარზე მზარდია და 2023 წელს 38.6%-ის მიაღწია, მაშინ როცა, ეს მაჩვენებელი 2018 წელს 21.7%-ს შეადგენდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათი ცნობით, ბრენდული ქსელების შემოსავლების და ბაზრის წილის ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი გეოგრაფიული ექსპანსიაა. მოსალოდნელია რომ ბრენდული ქსელების საბაზრო წილის ზრდა ახალი მაღაზიების გახსნის ხარჯზე მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.

„გალტ & თაგარტის“ კვლევის თანახმად, FMCG ბაზრის ზომა 2018-23 წლებში გაორმაგდა და ჯამურმა FMCG დანახარჯებმა 2023 წელს. 21.0 მლრდ ლარი შეადგინა. სწრაფი ზრდის მთავარი კონტრიბუტორი კი სწორედ ბრენდული ქსელების რეგიონალური ექსპანსიაა. მაგალითისთვის, ბრენდული ქსელების შემოსავლები საშუალოდ, წლიურად 28.1%-ით იზრდებოდა 2018-23 წლებში, ხოლო სხვა ფორმატების შემოსავლები 8.8%-ით.

„გალტ & თაგარტის“ პროგნოზით, ბრენდული ქსელების ზრდა უახლოეს წლებშიც სწრაფი ტემპით გაგრძელდება და ბაზარზე მათი წილი დაახლოებით 55.6%-მდე გაიზრდება, რაც ისევე, როგორც წინა წლებში, განპირობებული იქნება გეოგრაფიული ექსპანსიით და ახალი ბრენდული მაღაზიების გახსნით. მოსალოდნელია, რომ 2028 წლის ბოლომდე თბილისსა და რეგიონებში დაახლოებით 3,000-მდე ახალი მაღაზია გაიხსნება, რის შედეგადაც ბრენდული მაღაზიების რაოდენობა 2028 წლის ბოლომდე 6,500-ს მიაღწევს

„გალტ & თაგარტის“ კვლევაში შეფასებულია, თუ რამდენად მიმზიდველია ბრენდული ქსელების ექსპანსია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ანალიზის თანახმად, ამ ეტაპზე, სამომავლო გაფართოებისთვის ყველაზე მიმზიდველი რეგიონებია აჭარა, ქვემო ქართლი და თბილისი, ხოლო შედარებით ნაკლებად საინტერესო კი - მაღალმთიანი რეგიონები და გურია. რეგიონების პოტენციალის შეფასების ანალიზი ეყრდნობა დემოგრაფიულ დინამიკას, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას და ბრენდული ქსელებით ბაზრის გაჯერებულობის მაჩვენებლებს.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისი ყველაზე მეტადაა გაჯერებული ბრენდული მაღაზიებით, საცალოდ მოვაჭრეებისათვის კვლავ რჩება მიმზიდველ ლოკაციად სამომავლო გაფართოებისთვის.

„გალტ & თაგარტის“ კვლევის მიხედვით, სამომავლო გაფართოებისთვის ყველაზე საინტერესო რაიონებია: საბურთალო, გლდანი და სამგორი, ხოლო ცენტრალურ რაიონებში - ვაკეში, მთაწმინდასა და ჩუღურეთში, ბაზარი მეტნაკლებად გაჯერებულია და ახალი მაღაზიების გახსნის შედარებით ნაკლები საჭიროებაა. თბილისის რაიონების ანალიზი ეფუძნება გაცემული ნებართვების საფუძველზე მოსახლეობის მოსალოდნელ ზრდას, მსყიდველუნარიანობას და არაბრენდული მაღაზიების რაოდენობას სხვადასხვა რაიონში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში