გიორგი ამილახვარის განცხადებით, 2024 წელს სკოლის საშუალო საფეხურზე კონკრეტული მიმართულებები შემოდის, როგორიც არის ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მიმართულება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატის გიორგი ამილახვარის განცხადებით, 2024 წელს სკოლის საშუალო საფეხურზე კონკრეტული მიმართულებები შემოდის, როგორიც არის ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მიმართულება.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, ზოგად განათლებაში ასევე დაინერგება პროფესიული განათლება, რომლისთვისაც 30 საპილოტე სკოლა შეირჩევა.

„2024 წელს საშუალო საფეხურზე, ეს არის მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასები, იცით, რომ შემოგვაქვს მიმართულებები, ეს იქნება ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო მიმართულებები და ჩვენ პროფესიული განათლება შემოგვაქვს ზოგად განათლებაში, რომელიც ეტაპობრივად ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ ყველა დიდ თუ პატარა სკოლაში, რითაც, პრაქტიკულად, უზრუნველყოფთ პროფესიული განათლების როგორც პრესტიჟის რეალურ შინაარსობრივ ამაღლებას, ასევე მის დაფარვას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და 2024 წელს, დაახლოებით, 30 საპილოტე სკოლა უკვე შერჩეულია და გვინდა, რომ პროფესიული განათლების მიმართულება დავიწყოთ“,- განაცხადა ამილახვარმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს