პრეზიდენტი - ევროპა ნიშნავს კეთილდღეობას - კეთილდღეობა ყველას ეხება და არაა მონოპოლია პრივილეგირებული უმცირესობისათვის, ევროპული სახელმწიფო არ შეიძლება სხვა რამეს ეფუძნებოდეს, თუ არა დემოკრატიულ პრინციპებს

ევროპა ნიშნავს კეთილდღეობას - კეთილდღეობა ყველას ეხება და არაა მონოპოლია პრივილეგირებული უმცირესობისათვის. ევროპული სახელმწიფო არ შეიძლება სხვა რამეს ეფუძნებოდეს, თუ არა დემოკრატიულ პრინციპებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, მოქალაქეებს აქვთ დემოკრატიით უზრუნველყოფილი მთელი რიგი უფლებები, მათ შორის, აქვთ უფლება დაცული იყოს მათი შრომის უსაფრთხოება, რათა შემცირდეს ტრაგიკული შემთხვევები, ასევე აქვთ უფლება, საკუთარ ქვეყანაში ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ სათანადო ჯანდაცვის სერვისი, რათა სხვა ქვეყანაში გამგზავრება, თუ ჩაბარება აუცილებელი გამოსავალი არ იყოს.

„ევროპა ნიშნავს კეთილდღეობას: დღეს ევროპა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი რეგიონია, თუმცა სიმდიდრე თავისთავად არაფერია, თუ ის არ გულისხმობს საყოველთაო კეთილდღეობას, რაც ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უფლებების დაცვასა და განხორციელებაზეა დაფუძნებული. სწორედ ამას გვპირდება ევროპა. კეთილდღეობა ყველას ეხება და არაა მონოპოლია პრივილეგირებული უმცირესობისათვის. ევროპული სახელმწიფო არ შეიძლება სხვა რამეს ეფუძნებოდეს, თუ არა დემოკრატიულ პრინციპებს, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს მთელი რიგი დაცული უფლებები აქვთ. მოქალაქეებს აქვთ უფლება დაცული იყოს მათი შრომის უსაფრთხოება, რათა შემცირდეს ტრაგიკული შემთხვევები.

მოქალაქეებს აქვთ უფლება საკუთარ ქვეყანაში ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ სათანადო ჯანდაცვის სერვისი, რათა სხვა ქვეყანაში გამგზავრება, თუ ჩაბარება აუცილებელი გამოსავალი არ იყოს.

მოქალაქეებს აქვთ უფლება იცხოვრონ უსაფრთხო გარემოში: სურსათის უვნებლობა, ქაოსური მშენებლობები, ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემო, ხმაური, გაუკონტროლებელი, მიუსაფარი ცხოველები და კიდევ სხვა, მრავალი საკითხი, რომელიც ევროპული კანონმდებლობით მკაცრად რეგულირდება და დაცულია სამართლიანი სასამართლოთი. მოქალაქეებს აქვთ უფლება დაცულები იყვნენ ყველანაირი ძალადობისგან და დისკრიმინაციისგან, სექსუალური შევიწროებისგან, ღირსების შემლახავი ქმედებებისგან.

კეთილდღეობა ასევე ნიშნავს პრევენციას, რათა მაგალითად, თუ შოვის ბუნებრივი კატასტროფის მსგავსი განმეორდა, ტრაგედია არ განმეორდეს და მის წინაშე სახელმწიფო უსუსური და ცალკეული ადამიანების გმირობის იმედად არ აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ იქცა ესოდენ მნიშვნელოვან მოვლენად 15 დეკემბრის გადაწყვეტილება. 2023 წელს საქართველომ ევროპულ ოჯახში საკუთარი, სამომავლო ადგილი დაიმკვიდრა. ეს ის დღეა, როცა ევროპამ გვითხრა: თქვენ ევროპელები ხართ და ევროპაში გაწევრიანება სხვა არაფერზეა დამოკიდებული, თუ არა თქვენზე, თქვენს ნებაზე და მხოლოდ თქვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. ახლა ჩვენი ჯერია!“- განაცხადა პრეზიდენტმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა