ირაკლი კობახიძე - ახალი პარტიით ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ იქიდან გამომდინარე, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის მაინცდამაინც ქარიზმატული პიროვნება

ახალი პარტიით ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ იქიდან გამომდინარე, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის მაინცდამაინც ქარიზმატული პიროვნება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის ელოდება, რომ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე გააკეთებს აქცენტს და არა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი შეწყალებაზე.

„მგონი, უფრო სხვა გეგმები აქვთ სალომე ზურაბიშვილს და მის მეგობრებს. გეგმა უფრო მეტად ორიენტირებულია, რომ სალომე ზურაბიშვილმა, როგორც შუაშისტურმა პოლიტიკოსმა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ამ მიზანს ეწინააღმდეგება სააკაშვილის შეწყალება. ამიტომ, მგონია, რომ აქცენტი გაკეთდება სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და არა სააკაშვილის შეწყალებაზე“,-აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მზად არის პლატფორმა ჩამოყალიბოს, რითაც აპირებს პასუხისმგებლობა აიღოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოაყალიბებს.

პრეზიდენტის თქმით, მომავლის ქარტიის სახელწოდება იქნება - „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის!“

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში