ლევან დავითაშვილი - ჰაწვალის მთაზე ახალი სათხილამურო ტრასა გაკეთდება, რომელიც მიმდინარე წლის სეზონზე მზად იქნება

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჰაწვალის მთაზე ახალი სათხილამურო ტრასა გაკეთდება, რომელიც მიმდინარე წლის სეზონზე უკვე მზად იქნება.

შესაბამისი განცხადებით დავითაშვილმა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლის სოზარ სუბარის მიერ სვანეთის სამთო სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

როგორც დავითაშვილმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, ჰაწვალის მთაზე ჯამში 6 კილომეტრიანი სათხილამურო ტრასა იქნება.

„საკმაოდ, ძვირი ინფრასტრუქტურაა, მაგრამ გვესმის, რომ გასაკეთებელია და ამ მიმართულებით ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი. მიმდინარე გეგმის ნაწილია, ჰაწვალის მთაზე მიმდინარეობს უკვე პროექტირება და ახალი სათხილამურო ტრასა გაკეთდება, რომელიც მიმდინარე წილის სეზონზე იქნება მზად. ჯამში 6-კილომეტრიანი არეალია, მესტიის ცენტრს ჰაწვალთან დააკავშირებს“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

რაც შეეხება თეთნულდს, დავითაშვილის თქმით, თეთნულდთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ