ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თაგოში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ზვავი ჩამოწვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თაგოში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ზვავი ჩამოწვა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, - ამის შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ „ინტერპრესნიუსთან’ საუბრისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო, რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

„სოფელ თაგოში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ზვავი განვითარდა. ასევე, სხვადასხვა სოფელში გზებზე დაფიქსირდა მეწყრული პროცესები. შეფერხებაა ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით, თხილვანას, რიყეთისა და რამდენიმე სოფლის მიმართულებით. მაქსიმალურად ვაკეთებთ ყველაფერს ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად”, აღნიშნა ვახტანგ ბერიძემ.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიურად მიმდინარეობს როგორც ცენტრალური ასევე შიდა სასოფლო გზების გაწმენდა.

„აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს გრძელდება ცენტრალური და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდა. ასევე მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარისგან გზების გასუფთავება. პირველ ეტაპზე მიმდინარეობს ცენტრალური საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები”,- აღნიშნეს უწყებაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს