ირაკლი კობახიძე - წელს მნიშვნელოვნად იზრდება მასწავლებლების ხელფასი, ასეთი სწრაფი ზრდა აქამდე არ გვქონია, მადლობა ამ ინიციატივისთვის განათლების მინისტრს

წელს მნიშვნელოვნად იზრდება მასწავლებლების ხელფასი. ხელფასების ასეთი სწრაფი ზრდა ჩვენ აქამდე არ გვქონია, მადლობა ამ ინიციატივისთვის განათლების მინისტრს , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრაზე, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, განათლების სფეროში რეფორმების განხორციელება გაგრძელდება.

კობახიძის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა განათლების ყველა საფეხურზე ინფრასტრუქტურის განვითარებას.

„ამჟამად მიმდინარეობს 250 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი და ეს პროცესი ბოლომდე იქნება მიყვანილი. ასევე, გაგრძელდება 4 ახალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების და ორი სასწავლო სახელოსნოს მშენებლობა. როგორც მოგეხსენებათ, წელს მნიშვნელოვნად იზრდება მასწავლებლების ხელფასი. ხელფასების ასეთი სწრაფი ზრდა ჩვენ აქამდე არ გვქონია და მადლობა ამ ინიციატივისთვის განათლების მინისტრს. იგეგმება ეროვნული სასწავლო გეგმის განახლება და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სახელმძღვანელოების განახლებაზე, რაც ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ასევე იგეგმება ყველა არაქართულ სკოლაში ორენოვანი სწავლების დანერგვა, ზომები იქნება მიღებული იმისთვის, რომ სკოლებში ბავშვების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული“ , - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ