ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში „კატაიბ ჰეზბოლას“ მეთაურის ლიკვიდაცია განახორციელეს

აშშ-ის ძალებმა ბაღდადში განხორციელებული თავდასხმის დროს „კატაიბ ჰეზბოლას“ მეთაურის, ვისამ მუჰამედ საბერ ალ-საედის ლიკვიდაცია განახორციელეს, - ინფორმაციას CNN-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ვისამ მუჰამედ საბერ ალ-საედი პასუხისმგებელი იყო ორგანიზაციის ლოგისტიკურ მხარდაჭერაზე, მათ შორის სარაკეტო და დრონებით განხორციელებულ ოპერაციებზე.

მანამდე, შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ მათი სამიზნე იყო „კატაიბ ჰეზბოლას“ მეთაური, რომელიც პასუხისმგებელი იყო რეგიონში ამერიკულ ძალებზე თავდასხმებზე.

ვისამ მუჰამედ საბერ ალ-საედის ლიკვიდაციის ფაქტი „კატაიბ ჰეზბოლამაც“ დაადასტურა.

„ვისამ მუჰამედ საბერ ალ-საედის სიკვდილი მოგვიწოდებს, შევინარჩუნოთ სიმტკიცე ჯიჰადისტურ მიდგომაში“, - აღნიშნულია დაჯგუფების განცხადებაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს