დავით სონღულაშვილი - ასეთი მთავრობა ასეთი გეგმით იმსახურებს ნდობას და პარლამენტის და საზოგადოების მხარდაჭერას

ფაქტია, რომ ასეთი მთავრობა ასეთი გეგმით იმსახურებს ნდობას და პარლამენტისა და საზოგადოების მხარდაჭერას. ბატონო ირაკლი, პატივცემულო მინისტრებო, რა თქმა უნდა, წარმატება მინდა გისურვოთ! - ამ სიტყვებით მიმართა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილმა პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს და ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილ მთავრობის წევრებს.

როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, სამთავრობო პროგრამა და სამოქმედო გეგმა პასუხისმგებლობიანი გუნდის მიერაა შექმნილი და სრულად პასუხობს იმ საჭიროებებს, რაც დგას საქართველოს სახელმწიფოს წინაშე, ასევე, ცალსახად მორგებულია საქართველოს მოქალაქეების მოლოდინზე და ითვალისწინებს ქვეყნის სამომავლო განვითარებისა და ევროპულ ოჯახში თანაარსებობის ყველა შესაძლებლობას.

„ჩვენ მოვისმინეთ არა პოსტულატები, არამედ გააზრებული და დათვლილი, ყოველმხრივ გადამოწმებულ მოქმედებათა სტრატეგია და უმცირეს ნიუანსებამდე გაშლილი დეტალები, რომლის განხორციელებითაც მიღწეული იქნება უმთავრესი შედეგი", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, სამი დღის განმავლობაში პარლამენტში მიმდინარე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვის დროს, მთავრობის წევრების მიერ წარდგენილი იყო მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები, პროგრამები, პროექტები.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენმა კოლეგებმა და საზოგადოებამ ყველა კითხვაზე მიიღო ამომწურავი პასუხები, რომლისკენაც მიმართულია მთავრობის საქმიანობა", - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში