სალომე სამადაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარე ისე რეაგირებს ევროპულ დროშაზე, როგორც ეშმაკი ჯვარზე

პარლამენტის თავმჯდომარე ისე რეაგირებს ევროპულ დროშაზე, როგორც ეშმაკი ჯვარზე,- ასე მიმართა შალვა პაპუაშვილს „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.

„კოლეგებისთვის შენიშვნის მიცემის ნაცვლად მე იმაზე ვიფიქრებდი, რომ ევროკავშირის დროშა პარლამენტის ტრიბუნასაც ამშვენებდეს იმ ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი გახდა, თქვენი მცდელობის მიუხედავად, რომ ეს დღე არ დამდგარიყო“, - განაცხადა პაპუაშვილის მისამართით სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენენ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ლელოს“ დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს შენიშვნა ევროკავშირისა და საქართველოს დროშის გამოსახულებიან გულსაბნევთან დაკავშირებით მისცა და მიუთითა, რომ სტანდარტით, მისგან მარჯვნივ საქართველოს დროშა უნდა იყოს, შემდეგ კი - სხვა ნებისმიერი. პაპუაშვილმა ნაცვლიშვილს ურჩია, რომ მისმა პარტიამ ახალი გულსაბნევი ამ სტანდარტის გათვალისწინებით დაამზადებინოს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა