ნიკა მელია - სალომე ზურაბიშვილის ხედვა, როგორ შეიძლება მართლმსაჯულებაში ტრადიციული პრობლემები გადაწყდეს, როგორ არის შესაძლებელი, რომ კორუფცია დამარცხდეს, თანხვედრაში მოდის ჩემს ხედვასთან

სალომე ზურაბიშვილს აქვს ხედვა ისეთი, როგორიც თანხვედრაში მოდის, მაგალითად, ჩემს ხედვასთან, თუ როგორ შეიძლება მართლმსაჯულებაში ტრადიციული პრობლემები გადაწყდეს, როგორ არის შესაძლებელი, რომ ამ ქვეყანაში კორუფცია დამარცხდეს, - აღნიშნულის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადა, სადაც პრეზიდენტის ინიციატივაზე - შეიქმნას “ერთობის პლატფორმა ევროპისთვის” სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

ამასთან, მისივე თქმით, პრეზიდენტის ხედვაა, საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება, რომელიც მეტ-ნაკლებად ხელს შეუწყობს სხვადასხვა სუბიექტებს, რომ კონკურენტუნარიან გარემოში აღმოჩნდეს.

„ჩვენ კორუმპირებული ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილს იმიტომ არ გვინდა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ჩანაცვლდეს. ის მანკიერება, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებაში არსებობს, განსაკუთრებით კორუფციის თვალსაზრისით და მძიმე დემოკრატიული უკუსვლით, რომლითაც გამოირჩევა ეს ხელისუფლება უკანასკნელი წლების განმავლობაში, აგრეთვე სხვადასხვა მძიმე მიმართულებით, რაშიც მათ „თავი გამოიჩინეს“ და უბრალოდ კალკით გადმოვიტანოთ და მხოლოდ სახელი და გვარი შეიცვალოს. ჩვენ გვჭირდება, რომ ამ ქვეყანაში სამართლიანობა აღდგეს და სახელმწიფო ინსტიტუტები დაუბრუნდეს ხალხს. ასევე, ხალხის ხმა და ინტერესი ასახული იყოს ქართული პოლიტიკოსების მიერ. პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება, რომ პოლიტიკური კორუმპირებული სისტემა დამარცხდეს და ხალხის წილი ამ პროცესში მნიშვნელოვნად გაიზარდოს. ამას სჭირდება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ნაბიჯის გადადგმა რეფორმების სახით და ვფიქრობ, შესაძლებელია დიდმა ნაწილმა ოპოზიციური სპექტრისა საერთო ენა გამონახოს ამ მიმართულებით.

მე რაც მოვისმინე ქალბატონი ზურაბიშვილისგან, მას აქვს ხედვა ისეთი, როგორიც თანხვედრაში მოდის, მაგალითად, ჩემს ხედვასთან, თუ როგორ შეიძლება მართლმსაჯულებაში ტრადიციული პრობლემები გადაწყდეს, როგორ არის შესაძლებელი, რომ ამ ქვეყანაში კორუფცია დამარცხდეს. თუ როგორ არის შესაძლებელი ქვეყანაში დოვლათს ქმნიდეს არა მხოლოდ 100 ადამიანი, არამედ ნაწილდებოდეს ის თანაბრად საქართველოს მოქალაქეებზე. პრეზიდენტის ხედვაა, საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება, რომელიც ხელს შეუწყობს არჩევნებამდე მეტ-ნაკლებად სხვადასხვა სუბიექტებს, რომ კონკურენტუნარიან გარემოში აღმოჩნდეს. რა თქმა უნდა, დიდი წინააღმდეგობა შეგვხვდება “ქართული ოცნების” მხრიდან, მაგრამ აქ მხარდაჭერა არსებობს და იარსებებს მაღალი ხარისხის საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. პოსტარჩევნები მოიცავს უმნიშვნელოვანესი რეფორმების გატარების გზებს. პირველ რიგში, მართლმსაჯულების სისტემაში და ასევე, სახელისუფლებო შტოები ერთმანეთთან, როგორ უნდა იყოს დამოუკიდებელი. თუ ეს ვერ მოხერხდა, ეს უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ შენ გამარჯვების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს ანაცვლებ - კი არ ამარცხებ კორუფციას და ოლიგარქიულ სისტემას, არამედ უბრალოდ ანაცვლებ. აი, ამ კონკრეტიკაზე და სხვა საკითხებზეც საუბარი იყო.

მე მივიღებ მონაწილეობას ყველა იმ პროცესში, რომელიც ემსახურება და მიზნად ისახავს სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, სადაც სახელი და გვარები გახელისუფლებული ადამიანებისა ვერ აიგდებენ საქართველოს მოქალაქეებს აბუჩად. იქ, სად ეს ინტერესი იქნება ჩადებული მე ნამდვილად მივიღებ მონაწილეობას ასეთ პროცესში”, - განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება ერთობა, რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მზად არის ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში პასუხისმგებლობა აიღოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.

„ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი - გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია - „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლისას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში