რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის მოვაჭრეები, 4 ადამიანის მკვლელობის გარემოებების შესახებ გარკვეულ დეტალებს ჰყვებიან

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში მომუშავეების განცხადებით, მამაკაცს, რომელმაც 4 ადამიანი მოკლა, ფსიქიკური პრობლემები აქვს.

მათივე ინფორმაციით დაკავებული ალკოჰოლს ხშირად მოიხმარდა.

როგორც ბაზარში მომუშავეები ამბობენ, მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავების მიერ დაკავებული ახალგაზრდა კაცი დაახლოებით, ორი თვის წინ, ბაზარში თავადაც მუშაობდა და ბიძას ეხმარებოდა. მათივე თქმით, დაკავებულს ფერმა ჰქონდა, ბიძა კი ხორცის გამყიდველი იყო.

ამასთან, ადგილზე მომუშავეები მოკლულ ტაქსის მძღოლზეც საუბრობენ. როგორც ისინი აღნიშნავენ, ტაქსის მძღოლი ბაზარში ხორცის საყიდლად შევიდა, რა დროსაც გასროლა განხორციელდა, ის მოკლულების დახმარებას შეეცადა, რა დროსაც ტყვია მასაც მოხვდა.

„ბიჭს ფერმა ჰქონდა და მოკლული ბიძა ხორცის გამყიდველია. ეს ბიჭი სვამდა ხოლმე. ტაქსის მძღოლი დილით ვნახე, მომესალმა, წავალ ხორცს ვიყიდი და მოვალო, მითხრა და მერე ეს ამბავი მოხდა“, - განაცხადა ბაზარში მომუშავემ.

ცნობისთვის, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარზე განხორციელებული სროლის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაჭრილია.

მამაკაცი სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა