სომხეთის საელჩო - აზერბაიჯანს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ მიმართული ნაბიჯებისგან და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს

13 თებერვლის დილას, სომხეთის რესპუბლიკის სიუნიქის პროვინციის, კაპანის გაფართოებული თემის ნერქინ ჰანდის დასახლების მიდამოში, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მორიგი პროვოკაციისა და ძალის გამოყენების შედეგად სომხურ მხარეს ჰყავს 4 დაღუპული და 1 დაჭრილი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს.

„მიუხედავად სომხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების 12 თებერვლის შეტყობინებისა, რომ აზერბაიჯანული მედიის მიერ იმავე დღეს გამოქვეყნებული კადრები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მესაზღვრეებმა კაპანის რაიონში აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაჭრეს და მიმდინარეობს გამოძიება, აზერბაიჯანულმა მხარემ 13 თებერვლის დილას განახორციელა აგრესიული ქმედებები. ეს იმაზე მეტყველებს, რომ აზერბაიჯანი საბაბს ეძებს სასაზღვრო ესკალაციების განსახორციელებლად.

ძალის გამოყენების ამ ქმედებებს წინ უძღოდა აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მეომრული განცხადებები, ასევე, ბოლო დღეების საინფორმაციო-პროპაგანდისტული მოსამზადებელი სამუშაოები. აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა მუდმივად ცდილობს, ჩაშალოს სამხრეთ კავკასიის სტაბილურობითა და უსაფრთხოებით დაინტერესებული აქტორების ძალისხმევას, რათა განაახლონ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მიმართული მოლაპარაკებები.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ სამხედრო პროვოკაციების მიმართვის, აზერბაიჯანის ამ ქმედებებს და მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ მიმართული ნაბიჯებისგან და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სომხური მხარის ადრე გაჟღერებულ წინადადებებს, სანდო ღონისძიებების გატარების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავს საზღვრის უსაფრთხოების გაზრდას“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს