საფრანგეთი ისრაელის რაფაჰში სახმელეთო შეჭრის იდეას ეწინააღმდეგება

საფრანგეთი ისრაელის რაფაჰში სახმელეთო შეჭრის იდეას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ განცხადებას საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი ემანუელ მაკრონის ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ ავრცელებს.

განცხადების თანახმად, მაკრონმა სატელეფონო საუბრის დროს ნეთანიაჰუს უთხრა, რომ ის მტკიცედ ეწინააღმდეგება სამხრეთ ღაზაში მდებარე ქალაქ რაფაჰში ისრაელის სამხედროების შესაძლო ოპერაციას.

„ამან შეიძლება მხოლოდ ახალი სიმძლავრის ჰუმანიტარული კატასტროფა და მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება გამოიწვიოს, რაც საერთაშორისო ჰუმანიტარული უფლებების დარღვევა იქნება და რეგიონული ესკალაციის დამატებით რისკს მოიტანს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ