ბექა დავითულიანი - ხაზარაძე კომკავშირული ეპოქის წარმომადგენელია, ივანიშვილმა რუსეთში იშოვა ფული და საქართველოში არავისთვის არაფერი წაურთმევია - ასეთი მონდომებით ითვლიდეს პარტია კვირებს საკუთარ კრახამდე, სასაცილოა

ხაზარაძე კომკავშირული ეპოქის წარმომადგენელია, ივანიშვილი ამ პერიოდში საქართველოში არ ცხოვრობდა, ­რუსეთში იშოვა ფული და საქართველოში არავისთვის არაფერი წაურთმევია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისი შეფასებით, "ლელოს" ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ აქვს და ხაზარაძის განცხადებები სასაცილოა.

"ასეთი მონდომებით ითვლიდეს ადამიანი და პარტია კვირებს საკუთარ კრახამდე, ძალიან სასაცილო და გასაოცარია. "ლელოს" არავითარი შანსი არ აქვს ხელისუფლებაში მოსვლის, ამიტომ ხაზარაძის მიერ დაანონსებული ყველა რეპრესიული განვითარება მხოლოდ და მხოლოდ სიცილის და დაცინვის ობიექტად აქცევს საკუთარ თავს.

პაპუაშვილს ბანდიტი არ დაუძახია, ბანდიტური ეპოქის საქართველოს წარმომადგენელი უწოდა. ერთი კორექტივის შეტანა შეიძლება - კომკავშირული ეპოქის წარმომადგენელი არის ხაზარაძე. ივანიშვილი ამ პერიოდში საქართველოში არ ცხოვრობდა ამ პერიოდში, იქ (რუსეთში) იშოვა ფული და საქართველოში არავისთვის არაფერი წაურთმევია," - განაცხადა დავითულიანმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში