ვოლოდიმირ ზელენსკი ავდიივკაში არსებულ სიტუაციაზე - ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს ჯარისკაცებს ჰქონდეთ საკმარისი შესაძლებლობები

დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაში მიმდინარე სასტიკი ბრძოლის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელ სამხედროებს აღმოსავლეთ ფრონტზე ყველა საჭირო მხარდაჭერას ჰპირდება.

„რაც შეეხება სიტუაციას ფრონტის ხაზზე - ავდიივკაში და, ზოგადად, აღმოსავლეთში, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს ჯარისკაცებს ჰქონდეთ საკმარისი შესაძლებლობები მეტი უკრაინელის სიცოცხლის გადასარჩენად“, - განაცხადა ზელენსკი.

ტავრიის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის მეთაურმა ალექსანდრე ტარნავსკიმ ავდიივკაში არსებულ ვითარებას "რთული, მაგრამ კონტროლირებადი" უწოდა. მისი თქმით, გამოიყო დამატებითი საბრძოლო რესურსი და მომზადდა ახალი პოზიციები და უკრაინული ჯარები „იყენებენ ყველა ხელმისაწვდომ ძალას და საშუალებას მტრის შესაკავებლად“.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ქალაქი, შესაძლოა, რუსულმა ძალებმა დაიკავონ, რადგან უკრაინელებს საარტილერიო საბრძოლო მასალა უთავდებათ. მისი თქმით, უკრაინისთვის დახმარების დამტკიცებაზე კონგრესის უმოქმედობას „დიდი ფასი“ მოჰყვება და ის, რაც ახლა ავდიივკაში ხდება, შეიძლება ფრონტის სხვა სექტორზეც განმეორდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა