ვოლოდიმირ ზელენსკი - ბრძოლის ველზე დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია რუსეთს უკან დახევა ვაიძულოთ - მოქმედებების ლიმიტს მხოლოდ იარაღის საკმარისი რაოდენობა და დიაპაზონი აწესებს, მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის სახელმწიფოებს სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდა.

„ბრძოლის ველზე დავამტკიცეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია რუსეთს უკან დახევა ვაიძულოთ. ამით ჩვენ რუსული მითი გავანადგურეთ იმის შესახებ, რომ უკრაინა ამ ომს ვერ მოიგებს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„ჩვენ შეგვიძლია ჩვენი მიწა დავიბრუნოთ, პუტინი კი შეიძლება დამარცხდეს. ეს ბრძოლის ველზე უკვე არაერთხელ მოხდა. ჩვენი მოქმედებების ლიმიტს მხოლოდ იარაღის საკმარისი რაოდენობა და დიაპაზონი აწესებს. მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული და ავდიივკაში სიტუაცია ამას ადასტურებს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იარაღის, განსაკუთრებით საარტილერიო და შორი დისტანციის იარაღის, ხელოვნური დეფიციტის მდგომარეობაში უკრაინის ყოფნა პუტინს საშუალებას აძლევს, რომ საომარი მოქმედებების ამჟამინდელ ინტენსივობას მოერგოს.

„დემოკრატიების თვითდასუსტება ჩვენს საერთო შედეგებს უთხრის ძირს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა