გია ვოლსკი - აშკარაა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური ბრძოლის ველზე გადაინაცვლა და არასრულყოფილი პრეზიდენტის რესურსით ცდილობს პოლიტიკური ბრძოლის აქტიურ ფლანგზე იყოს მობილიზებული

აშკარაა სურათი, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური ბრძოლის ველზე გადაინაცვლა და თავისი დე-ფაქტო, თუ დე იურე, მაგრამ არასრულყოფილი პრეზიდენტის რესურსით ცდილობს კვლავ ამ პოლიტიკური ბრძოლის აქტიურ ფლანგზე იყოს მობილიზებული, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ის ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩასვლას.

„მიიწვიეს, ჩავიდა და რა საკვირველია, როგორც ადრე, არაფერ სიკეთეს არ უნდა ველოდოთ. ის თავისი ქვეყნის და ვითომ სახელმწიფოს მმართველობის, მაგრამ რეალურად საქართველოს წინააღმდეგ ისაუბრებს, იმოქმედებს, მხოლოდ იმისათვის, რომ როგორმე ამ პოზიციამ აქ, შიგნით, საქართველოში მოიპოვოს რაღაც უპირატესობა, რაც უპერსპექტივოა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის პიროვნებაზე მეტყველებს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკი ასევე გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ხელმოწერების შეგროვებას და განაცხადა, რომ მისი გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

„არავითარი ინტერესი იმისა, რომ სააკაშვილი იყოს შეწყალებული, გარეთ გამოვიდეს და უპერსპექტივო ხუშტურებით, ოპოზიციის დაგეგმილი სტრატეგია ჩაშალოს, ან თავისკენ გადმოაწყოს მიმართულებები, რა საკვირველია, არ არსებობს. ეს არის მცდელობა, რომ მობილიზება გააკეთონ თუნდაც სააკაშვილის გვარის გამოყენებით „ნაცმოძრაობის“ გარშემო, რომელიც საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს განიცდის. ზოგადად, როგორც სააკაშვილის შექმნილი სადისტური მმართველობის ეს ნარჩენი, ისეთ ზომებს საჭიროებს, როგორიც ხელმოწერების შეგროვება, ადამიანების გარკვეული თემების გარშემო კონცენტრაცია, კონსოლიდაციაა, ეს აქეთკენაა მიმართული. სამართლებრივი ასპექტიც გააჩნია ამას, შეწყალებული ვერ იქნება, მაშინ როცა საქმეები მიმდინარეობს მის წინააღმდეგ. სამართლებრივ ასპექტშიც და პოლიტიკურ ასპექტშიც აშკარაა, რომ დესტრუქციას საზღვარი არ აქვს, როცა „ნაცმოძრაობის“ აქტივობებზე და გეგმებზე ვსაუბრობთ.

არასდროს, არაფერ სიკეთეს არ ველოდებით ზურაბიშვილისგან, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სააკაშვილი თავად არის დესტრუქციული პიროვნება. სააკაშვილი როგორც არაპროგნოზირებადი ფიგურა, არასტაბილური ფსიქიკის ადამიანი, რომელსაც აბსოლუტურად სხვა როლი ჰქონდა ამ რევოლუციურ გეგმაში, უნდა ეთამაშა მომაკვდავი პრეზიდენტის როლი, რომელსაც ჩაგრავენ და აწამებენ. რა საკვირველია, გარეთ ხელმძღვანელად არავის სჭირდება, ასე რომ, პოლიტიკური გადაწყვეტილება შეიძლება მის სასარგებლოდ არ იყოს, მაგრამ არის დიდი ასპექტი - მორალურ-ეთიკური ასპექტი, როცა ზუსტად იციან ამ სადისტური მეთოდით სისტემური მართვის შემქმნელი სააკაშვილი ნებისმიერ პოლიტიკოსს დააზიანებს, ვინც მას გვერდით დაუდგება. სამართლებრივ ნაწილში კიდევ, მისი არანაირი შეწყალება არ არის მოსალოდნელი, რადგან 2 საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის