ვოლოდიმირ ზელენსკი ილჰამ ალიევს შეხვდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკი ილჰამ ალიევს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, მოლაპარაკებების დაწყებისას უკრაინისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ორივე სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები ინგლისურ ენაზე შედგა.

„ჩვენ ვიცით, რამდენად მაღალია მშვიდობის ფასი“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„უკრაინის ტერიტორიული სუვერენიტეტისა და მთლიანობის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ურყევია და იგი არ შეიცვლება. ჩვენ, როგორც ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ ქვეყანას, თქვენი მდგომარეობა მშვენივრად გვესმის და უკრაინელებსა და უკრაინას მშვიდობას ვუსურვებთ“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა