შალვა პაპუაშვილი „ლელოს“ 1000-ლარიანი პენსიის დაპირებაზე - აქ უკვე ჩვენი ჩარევაც არ არის საჭირო - შიგნით, ოპოზიციაშიც კი დასცინა ყველამ ამ ინიციატივას „მე მგონი, აქ უკვე ჩვენი ჩარევაც კი არ არის საჭირო

შიგნით, ოპოზიციაშიც კი დასცინა ყველამ ამ ინიციატივას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, 1000 ლარიან პენსიასთან დაკავშირებით „ლელოს“ ინიციატივაზე დასმული შეკითხვის პასუხად.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, „ლელოს“ ინიციატივას 1000-ლარიან პენსიაზე ოპოზიციის შიგნითაც კი დასცინიან.

„არითმეტიკისა და ეკონომიკის არასწორად გაგებაში ამხილეს. არ ვიცი, ეს კლოუნადა თავად შიგნითაც კი არასერიოზულად იქნა აღქმული და დასრულდა ამით მათი ეს დაპირება, როგორც სხვა დაპირებები. დავინახეთ, რომ იყო აბსოლუტური ფარსი. მისი თქმით „ლელო“, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი, აპირებს, პირდაპირ სანქციების ომი გამოუცხადონ რუსეთს. ეს პირდაპირ, არათუ სიტყვით ნათქვამია, პარლამენტში ამასთან დაკავშირებით შემოტანილი აქვთ რეზოლუციები და კანონპროექტები, რომ სანქციების ომი გამოუცხადონ რუსეთს, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს ცხელ ომს რუსეთთან. შესაბამისად, გამოიწვევს სისხლისღვრას, ნგრევას, ეკონომიკურ კოლაფსს. ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა საქართველოსთან დაკავშირებით, ეს არის მათი წინასაარჩევნო დაპირებაც. „ნაციონალური მოძრაობის“ თავისი შემადგენელი ნაწილებით - „ლელოთი“, „გირჩით“ და ა.შ. - ოქტომბრის არჩევნებზე მათი მთავარი საარჩევნო დაპირება იქნება, რომ ისინი გამოუცხადებენ სანქციების ომს რუსეთს და ამით ჩართავენ საქართველოს ცხელ ომში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა