ვოლოდიმირ ზელენსკი - გვჯერა აშშ-ს კონგრესის ბრძნული გადაწყვეტილების - უკრაინის მხარდაჭერა დემოკრატიისა და თავისუფლების მხარდაჭერაა

აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა",- ინფორმაციას ზელენსკი „ტელეგრამ“ არხზე ავრცელებს.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ ამერიკელ კოლეგასთან საუბრისას მათ ბრძოლის ველზე არსებული ვითარება განიხილეს.

„მოხარული ვარ, რომ ამერიკის პრეზიდენტის სრული მხარდაჭერის იმედი მაქვს. ჩვენ ასევე გვჯერა აშშ-ს კონგრესის ბრძნული გადაწყვეტილების. უკრაინის მხარდაჭერა დემოკრატიისა და თავისუფლების მხარდაჭერაა. ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ ეს ფასეულობები“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

ამასთან, მან ტელეკომპანია Inter-ს განუცხადა, რომ ჯო ბაიდენს უახლოეს მომავალში ონლაინ ფორმატში შეხვდება.

„ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვიქნებით ბაიდენთან, ამაზე შევთანხმდით. დეტალებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის ფარგლებში, უახლოეს მომავალში ონლაინ ფორმატში შევხვდებით", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მუდმივ კონტაქტშია შეერთებულ შტატებთან სხვადასხვა დონეზე - კერძოდ, თეთრ სახლთან და კონგრესმენებთან.

„დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დარჩება", - განაცხადა ზელენსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა