სალომე ზურაბიშვილი - ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამოცხადება მიუნხენის კონფერენციის დაწყებამდე  შემთხვევითი არ იყო - ვფიქრობ, ეს იყო მესიჯი ამ კონფერენციისთვის

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამოცხადება მიუნხენის კონფერენციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შემთხვევითი არ იყო და ამით რუსეთმა კონფერენციას გარკვეული გზავნილი გაუგზავნა.

„ვფიქრობ, შემთხვევითი არ იყო, რომ ნავალნის გარდაცვალება გამოცხადდა მიუნხენის კონფერენციის დაწყებამდე რამდენიმე საათით თუ წუთით ადრე. რუსეთისთვის დამახასიათებელია, შეეცადოს ფსიქოლოგიურად გავლენა მოახდინოს, რომ რუსეთი აკეთებს რასაც უნდა, სადაც უნდა. ვფიქრობ, ეს იყო მესიჯი მიუნხენის კონფერენციისთვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში dpa-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, პარასკევს ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი კოლონიაში გარდაიცვალა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს