დავით ხაჯიშვილი ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის შესაძლო ფორმირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ადასტურებს

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, დავით ხაჯიშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის შესაძლო ფორმირებასთან დაკავშირებით.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიაში ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა.

„ნაციონალური მოძრაობა“ მსჯელობს, თუ როგორ გაზარდოს ეკონომიკა, როგორ დააბრუნოს ჩვენი მოსახლეობა ემიგრაციიდან, როგორ შექმნას მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. სხვა საკითხებზე „ნაციონალურო მოძრაობა“ დღეს არ მსჯელობს, არც სხვა პარტიებთან. ჩრდილოვან კაბინეტზე საუბარი არ ყოფილა",- განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი ვაშაძეს განიხილავს, შინაგან საქმეთა მინისტრად დიმიტრი შაშკინს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ნიკა გვარამიას, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ანა ნაცვლიშვილი ან სალომე სამადაშვილი განიხილება. თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელს, ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე კი მამუკა ხაზარაძეს განიხილავენ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა