ბექა ოდიშარიას განცხადებით, ოპოზიციის სავარაუდო ჩრდილოვანი კაბინეტი „მონსტრების კორპორაციაა“

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, ოპოზიციის სავარაუდო ჩრდილოვანი კაბინეტი „მონსტრების კორპორაციაა“. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ გვაქვს 60%-იანი რეიტინგი, ან რაში გვჭირდება „ნაციონალური მოძრაობა“ ან ერთხელ და სამუდამოდ რატომ უნდა დავიმარხოთ თავი ისე, როგორც ეს ადამიანები იმარხავენ თავს, „ნაციონალურ მოძრაობასთან" მჭიდრო ურთიერთობით და თანამშრომლობით. სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, რომ ნოყიერი, ამავე დროს შეფარული ნიადაგი შეუქმნას „ნაციონალურ მოძრაობას“ რევანშისთვის. მათი ჩრდილოვანი კაბინეტი - გადახედეთ რა, მონსტრების კორპორაციაა. ყველა ვინც კი შურისძიების სურვილით შეპყრობილია, იმ თანამდებობას ირჩევს, საიდანაც შურისძიება გაუადვილდება. თუ 60% ვერ ავიღეთ, სხვა პარტიები შემოვლენ.

„ხალხის ძალასთან" წარმომიდგენია [კოალიცია], ისინი ჩვენი პარტნიორები არიან. შეიძლება ნორმალური ოპოზიციური პარტიები შემოვიდნენ, კონკრეტულად ვერავის დავასახელებ“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი ვაშაძეს განიხილავს. შინაგან საქმეთა მინისტრად დიმიტრი შაშკინს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ნიკა გვარამიას, საგარეო საქმეთა მინისტრად ანა ნაცვლიშვილი ან სალომე სამადაშვილი განიხილება, თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელი, ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე - მამუკა ხაზარაძე.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა