მიხეილ დაუშვილი ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის შესახებ ინფორმაციაზე - დღეს ეს „ნიუსი“ რომ წავიკითხე, ბევრი ვიცინე, თანაც გულიანად

დღეს ეს „ნიუსი“ რომ წავიკითხე, ბევრი ვიცინე, თანაც გულიანად, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა ოპოზიციური პარტიების მიერ ჩრდილოვანი კაბინეტის სავარაუდო შექმნაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მიხეილ დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, „საქართველოსთვის“ ერთადერთი პარტიაა, რომელსაც ამ დროისთვის საჯაროდ აქვს დაფიქსირებული, თუ რა შემადგენლობით გადის არჩევნებზე. მისივე თქმით, იმის ფონზე, რომ პარტიებმა ჯერ არ იციან, თუ რა მდგომარეობით წარდგებიან არჩევნებზე, მინისტრთა კაბინეტის განაწილებაზე საუბარი არასერიოზულია.

„დღეს ეს „ნიუსი“ რომ წავიკითხე, ბევრი ვიცინე, თანაც გულიანად. მე ამას როგორც ხუმრობას, ისე ვუყურებ. ცუდად არ გამიგოს საზოგადოებამ. სიტუაციას კი არ დავცინი, უბრალოდ რაც წავიკითხე, თანამდებობების გადანაწილებასთან დაკავშირებით, სერიოზულად ვერ აღვიქვი.

ახლა თებერვალია და არჩევნები არის ოქტომბერში. ერთადერთი საპარლამენტო პარტია, რომელსაც ნათქვამი აქვს, თუ როგორ გადის არჩევნებზე, ვართ ჩვენ. ჩვენ განვაცხადეთ, რომ არავისთან არ ვერთიანდებით და არავისთან კოალიციას არ ვკრავთ. მაგალითად, „ქართული ოცნება“ მარტო გადის თუ „ხალხის ძალასთან“ ერთად? ანდაც „ნაციონალური მოძრაობა“, მინისტრთა კაბინეტი რომ გაინაწილეს, რამდენ ნაწილად იშლებიან არჩევნებისთვის? ამიტომ გეუბნებით, რომ ჩრდილოვან კაბინეტზე მსჯელობა არასერიოზულია“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი ვაშაძეს განიხილავს. შინაგან საქმეთა მინისტრად დიმიტრი შაშკინს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ნიკა გვარამიას, საგარეო საქმეთა მინისტრად ანა ნაცვლიშვილი ან სალომე სამადაშვილი განიხილება, თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელი, ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე მამუკა ხაზარაძე.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო