„საქართველოს ბანკის“ ორგანიზებით სატენდერო გარანტიების შესახებ ვებინარი გაიმართება

„საქართველოს ბანკი“ ბიზნეს მომხმარებლებისთვის სატენდერო გარანტიის აღების პროცესი გაამარტივა და სწორედ ამ მიზნით, ბანკის ორგანიზებით, 21 თებერვალს 19:00-ზე, სატენდერო გარანტიების შესახებ ვებინარი გაიმართება.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ვებინარზე დასწრება შეუძლია ყველას, ვინც ბიზნესის ზრდითა და ახალი შესაძლებლობების მოძიებით არის დაინტერესებული.

ინფორმაციის თანახმად, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ კიდევ უფრო მეტი თუ რა არის სატენდერო გარანტია, რატომ სჭირდებათ ის ბიზნესებს და როგორ მოითხოვონ ის ონლაინ, სწრაფად, მარტივად, ფილიალში მისვლის გარეშე, ინტერნეტბანკის მეშვეობით.

ბანკის განმარტებით, ვებინარი ონლაინ გაიმართება, ზუმის მეშვეობით. შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია 21 თებერვლის 12:00 საათამდე გაიაროთ რეგისტრაცია.

„ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ ჩვენი ბიზნეს მომხმარებლების საჭიროებებს და მათ სწორედ, იმ პროდუქტებსა თუ სერვისებს, იმ არხში ვთავაზობთ სადაც მათ ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. კომპანიებს, რომლებსაც სახელმწიფო ან სსიპ ტენდერებში სურთ მონაწილეობის მიღება, ვალდებულება აქვთ, გარანტია წარადგინონ. „საქართველოს ბანკი“ კი ამ კომპანიებს შესაძლებლობა აძლევს აიღონ სატენდერო გარანტია, უზრუნველყოფის გარეშე, ონლაინ, ინტერნეტბანკინგში. ვებინარზე გვსურს ბიზნეს მომხმარებლებს გავაცნოთ ჩვენს მიერ დანერგილი სიახლეები სატენდერო გარანტიების მიმართულებით და ის უპირატესობები, რასაც „საქართველოს ბანკი“ ბიზნეს მომხმარებლებს სთავაზობს“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს დაკრედიტების Tribe-ის ლიდერმა, თორნიკე ჯავრიშვილმა.

ვებინარზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს