ადვოკატი - შეიძლება პროცესის დრამატურგია და პათოსი არ ქმნიდა იმის შთაბეჭდილებას, რომ საქმე ჩამოიშალა, მაგრამ შინაარსობრივი თვალსაზრისით, თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ დღეს პროკურორები ბრალდებას უკან უნდა ითხოვდნენ

შეიძლება პროცესის დრამატურგია და პათოსი არ ქმნიდა იმის შთაბეჭდილებას, რომ საქმე ჩამოიშალა, მაგრამ შინაარსობრივი თვალსაზრისით, თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ დღეს პროკურორები ბრალდებას უკან უნდა ითხოვდნენ, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან სდსს-ის ყოფილი უფროსის, თემურ მღებრიშვილის ჩვენებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოწმის თქმით, თანამდებობის პირთა ბრძანებები, განკარგულებები შესასრულებლად სავალდებულო იყო.

„ბატონმა მღებრიშვილმა ძალიან მკაფიოდ ისაუბრა, რომ როგორც ედუარდ შევარდნაძის, როგორც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას და ნებისმიერი პრემიერის დროს, რომელსაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ექვემდებარებოდა, სამსახურისთვის უმაღლესი თანამდებობის პირთა ბრძანებები, განკარგულებები შესასრულებლად სავალდებულო იყო, არ ახსენდება არც ერთი შემთხვევა, არც შევარდნაძის პერიოდში, არც სააკაშვილის, არც „ოცნების“ პერიოდში, სამსახურს რომ არ შეესრულებინა რომელიმე ბრძანება ან განკარგულება. უფრო მეტიც, მან თქვა ასეთი ფრაზა - არ მახსენდება, რომ ასეთ გადაცდომას ჰქონოდა ადგილიო, ანუ რომ არ შესრულებულიყო, სამსახურის მხრიდან გადაცდომა იქნებოდა. მას პროცესზე ვკითხე, არსებობს თუ არა რაიმე კრიტერიუმი, რამე წესი, რომელიც ადგენს სამსახურის უფლებამოსილება შეაფასოს ამა თუ იმ ბრძანების კანონიერება-არაკანონიერების შესახებ, რაზეც მან პასუხი ვერ გამცა, რომ მსგავსი წესი არსებობს. შესაბამისად, უკანონოა თუ არა გადაწყვეტილება, გემოვნების საკითხი არ უნდა იყოს, უნდა არსებობდეს წესი, ასეთი წესი არ არსებობს, რომელიც თეიმურაზ ჯანაშიას დარღვეული აქვს. როცა ხარჯის ბუნებაზე ვსაუბრობთ, მას ანზორ ჩუბინიძის ხელმძღვანელობის პერიოდის დოკუმენტაცია წარვუდგინე, მათ შორის, განკარგულება, საბანკო ამონაწერები, სადაც ჩანს, რომ ანზორ ჩუბინიძე ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, ზუსტად იმ ხარჯს გასწევს, რაზეც ქალბატონი პროკურორი კითხვას სვამდა - ჯანმრთელობის, კვების მომსახურებაზე. თუ 2013 წლის თებერვლამდე ასეთი ხარჯი უკანონო იყო, 26 თებერვლის შემდეგ კანონიერი როგორ გახდა? თუ „ოცნებას“ მიაჩნია, რომ სააკაშვილმა მარტში, აპრილში, ივნისში, ჯანმრთელობაზე, კვებაზე რაც დახარჯა სისხლისსამართლებრივად შესაფასებელი არაა, წინა პერიოდს რატომ აფასებს ასე? რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მან თავის სიტყვაში ვრცლად ისაუბრა, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ხარჯების გასაიდუმლოება“,- განაცხადა ბასილაიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში