რომან გოცირიძე - იდეალური ვარიანტი იქნება თუ „ლელო“ და მელია - ორი ფრთა წინასაარჩევნოდ შეკრავს  მძლავრ ოპოზიციურ ბლოკს, რომელიც შეიძლება გახდეს არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების წინაპირობა

რაღაც პროცესები მიდის წინ, რაღაც კონტურები გამოიკვეთა, მაგრამ თვით „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკშიც კი ვინ იქნება, ესეც კი არ არის ამ ეტაპზე, ერთმნიშვნელოვნად ცნობილი, - ამის შესახებ „ევროპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

რომან გოცირიძის მოსაზრებით, ვინც დღეს ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ იქნება, „უცბად შეიძლება იქ აღმოჩნდეს“.

მისივე თქმით, წინასაარჩევნოდ ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე სამი პირობითი ბლოკი და ერთი პარტიაა გამოკვეთილი.

„ასეთი ვითარება გამოიკვეთა ნელ-ნელა. არის სამი პირობით ბლოკი, რომელიც უკვე რეალურ ძალას წარმოადგენს და ერთი პარტია. ერთი პარტია ესაა, გახარიას პარტია, რომელიც ამბობს, რომ ის მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში ცალკე და როგორც ჩანს, ეს ასეა. რისკავს, თუმცა უფრო მეტი შანსია, რომ გადალახოს [ბარიერი], ვიდრე არ გადალახოს. მას მოღონიერება სჭირდება და თავის მსგავსებთან თუ გააფართოვა ურთიერთობა და თუნდაც გარკვეულ პერსონებს შემოიერთებს, კარგი იქნება. ერთი ყველაზე დიდი ბლოკია „ნაციონალური მოძრაობა“, ვაშაძესთან ერთად. სამომავლოდ, ალბათ, პატარ-პატარა ჯგუფები შეუერთდებიან, რომლებსაც სახელად შეიძლება ერქვას პარტია, მაგრამ რეალურად პარტიები არ არიან. „ნაციონალური მოძრაობის“ გაფართოების პროცესი ჯერ არ დამთავრებულა. შემდეგია ნიკა მელიას პარტია, რომელსაც აქვს პოტენციალი, რომ შემოიკრიბოს ის პატარა პარტიები, რომლებიც ვერ გადალახავენ 5%-იან ბარიერს და რომელთა გარეთ დარჩენაც ხელს შეუწყობს „ქართული ოცნების“ გამარჯვებას. ბლოკი, რომელსაც ასევე აქვს გაფართოების შესაძლებლობა და პატარა პარტიების შემოერთების შესაძლებლობა, ეს არის „ლელო“. შემდგომ მნიშვნელოვანია, თუ როგორ წავა პროცესები, ვინ სად იქნება, სად იქნება ელენე ხოშტარიას პარტია, სად იქნება „გირჩი“, სად იქნება ალეკო ელისაშვილი. მარტო ვერ გადალახავს და რა თქმა უნდა, მისი ხმები წავა „ქართული ოცნების“ ყულაბაში. მე ვფიქრობ, რომ ის არის ოპოზიციურ ფლანგზე და მასთან კომპრომისული საუბარი ბლოკმა უნდა შეძლოს. და ბოლოს, იდეალური ვარიანტი იქნება თუ „ლელო“ ცენტრისტული და მელია ცენტრისტული - ორი ფრთა წინასაარჩევნოდ შეკრავს მძლავრ ოპოზიციურ ბლოკს, რომელიც იქნება პატარების დიდი გაერთიანება, რომელიც შეიძლება უკვე გახდეს არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების წინაპირობა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

კითხვაზე, იქნება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერის, ნიკა მელიას ახალი გუნდის შემადგენლობაში, რომან გოცირიძე პასუხობს, „ჯერჯერობით არ ვიცი“.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ