იენს სტოლტენბერგი - უკრაინას F-16-ების გამოყენებით თავდაცვის უფლება აქვს, რუსეთის ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე უკრაინის გარეთ დარტყმების განხორციელების ჩათვლით

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინას თავდაცვის უფლება აქვს, მათ შორის უკრაინის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ რუსეთის ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე დარტყმების განხორციელებით.

რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში შეკითხვაზე, როდის შეძლებს უკრაინა F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების განლაგებას, სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ ამის თქმა შეუძლებელია. მან გაიმეორა, რომ უკრაინის მოკავშირეებს სურთ, რომ თვითმფრინავები უკრაინაში რაც შეიძლება მალე გაიგზავნოს, მაგრამ განმარტა, რომ F-16-ების ეფექტი უფრო ძლიერი იქნება, თუ მფრინავები, ტექნიკური მომსახურების ეკიპაჟები და სხვა დამხმარე პერსონალი კარგად მომზადებული იქნებიან.

”ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოვუსმინოთ სამხედრო ექსპერტებს, თუ ზუსტად როდის ვიქნებით მზად ან როდის იქნებიან მოკავშირეები მზად F-16-ების გაგზავნისა და მიწოდების დასაწყებად. რაც მალე მით უკეთესი," - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი განმარტებით, თითოეულმა მოკავშირემ თავად უნდა გადაწყვიტოს, მიაწოდოს თუ არა F-16 უკრაინას და მოკავშირეებს განსხვავებული პოლიტიკა აქვთ. ამასთან, სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ ომი უკრაინაში არის აგრესიის ომი, და უკრაინას თავდაცვის უფლება აქვს, რუსეთის ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე უკრაინის გარეთ დარტყმების განხორციელების ჩათვლით.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა