შალვა პაპუაშვილი - მტერმაც და მოყვარემაც კარგად დაინახა, რომ ოპოზიცია დაუნანებლად იყენებდა პოლიტიკურ არსენალს, რათა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების გზით, არაკანონიერი მეთოდებით ძალაუფლება ხელში ჩაეგდო

მტერმაც და მოყვარემაც კარგად დაინახა, რომ ოპოზიცია დაუნანებლად იყენებდა თავის პოლიტიკურ არსენალს დეზინფორმაციისა და რადიკალიზაციის სახით, რათა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების გზით, არაკანონიერი მეთოდებით ძალაუფლება ხელში ჩაეგდო,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, წლების განმავლობაში ოპოზიცია ცდილობდა, რომ მმართველი პარტიისთვის პრორუსულობა დაებრალებინა.

„კანდიდატის სტატუსის მოპოვების საგა ის ქვიშის მარცვალი იყო, რომელშიც კარგად გამოჩნდა მთელი ქართული პოლიტიკური სამყარო. კერძოდ, მტერმაც და მოყვარემაც კარგად დაინახა, რომ ოპოზიცია დაუნანებლად იყენებდა თავის პოლიტიკურ არსენალს დეზინფორმაციისა და რადიკალიზაციის სახით, რათა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების გზით არაკანონიერი მეთოდებით ხელში ჩაეგდო ძალაუფლება. რადგან ერთიც და მეორეც მიმდინარე წელს, ალბათ, უხვად გვექნება, მინდა საზოგადოებას დეზინფორმაციისა და რადიკალიზაციის ტალღების ანატომია გავაცნო. დაე, ყველასთვის ეს იყოს გაკვეთილი, რათა მიმდინარე წელს იმავე გამოწვევების წინაშე არ დავდგეთ. დეზინფორმაცია ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის გაღრმავების, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების დაზიანების მთავარ იარაღად იქცა. წლების განმავლობაში ოპოზიცია ცდილობდა, მმართველი პარტიისთვის პრორუსულობა დაებრალებინა. ეს მცდელობა ვლინდებოდა შიდა პოლიტიკურ პროპაგანდაში, გვესმოდა ოპოზიციასთან შეხმატკბილებული უცხოელი აქტორებისგან, მაგრამ დღემდე ვერავინ მოახერხა, არათუ ფაქტებით, არამედ ოდნავ მაინც გამართული ლოგიკით აეხსნა, რატომ ესხმის თავს ოპოზიცია ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას. საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია იყო და არის სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ოპოზიციის მხრიდან რუსეთის საკითხით სპეკულირება ეროვნული ინტერესების გაცნობიერებული ღალატით შეიძლება აიხსნას“.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს