შალვა პაპუაშვილი - ჩემი პირველი ვიზიტი ბრიუსელში მქონდა, ისევე როგორც ჩვენს ახალ პრემიერ-მინისტრს - გაგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტი მოსკოვში ჰქონდა - ესეც ვიცოდეთ ისტორიისთვის

ჩემი პირველი ვიზიტი ბრიუსელში მქონდა, ისევე როგორც ჩვენს ახალ პრემიერ-მინისტრს - გაგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტი მოსკოვში ჰქონდა, ესეც რომ ვიცოდეთ ისტორიისთვის, ვინ სად დგას და ვინ საით იყურება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

პაპუაშვილის აღნიშნულ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ტაშით შეხვდნენ.

„ხალხი, რომლის ლიდერიც მაშინ, როდესაც პრეზიდენტად იყო არჩეული, პირველ ვიზიტად მოსკოვში წავიდა, გვსაყვედურობს, ჯერ მიუნხენი იყოს თუ ბრიუსელი. ხედავთ ხომ, რამხელა განსხვავებაა?“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია