უკრაინის შეიარაღებული ძალები ადასტურებს, რომ ხერსონში, რუსეთის სამხედრო პოლიგონს დაარტყეს

უკრაინის შეიარაღებული ძალები ადასტურებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნაწილში პოლიგონს დაარტყეს, სადაც რუსი სამხედროები წვრთნებს გადიოდნენ.

სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების წარმომადგენლის, ნატალია გუმენიუკის თქმით, პოლიგონზე თავდასხმის ჯგუფები გადიოდნენ წვრთნებს, რომლებსაც დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფელ კრინკზე თავდასხმაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა. გუმენიუკის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 60 რუსი სამხედრო დაიღუპა.

მანამდე, როგორც უკრაინული წყაროები, ასევე რუსი ომის მხარდამჭერი ბლოგერები ავრცელებდნენ ინფორმაციას პოლიგონზე თავდასხმისა და მძიმე დანაკარგების შესახებ.

აღსანიშნავია, ბოლო ორი დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე ასეთი თავდასხმაა რუსეთის ჯარებზე. გავრცელებული ინფორმაციით, 20 თებერვალს დონეცკის ოკუპირებულ ნაწილში მდებარე პოლიგონზე განხორციელებული დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 68 რუსი სამხედრო დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დანაკარგების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას არ ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია