უკრაინის უსაფრთხოების სამსახური - რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 20-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეული რაკეტა გამოიყენა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იტყობინება, რომ გასული წლის ბოლოდან რუსმა სამხედროებმა უკრაინაში 20-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეული წარმოების რაკეტა ისროლეს.

საუბარია ჩრდილოეთ კორეაში წარმოებულ Hwasong-11 (KN-23/24) ტიპის ბალისტიკურ რაკეტებზე.

უწყების ცნობით, ჩრდილოეთ კორეული რაკეტების გამოყენებით თავდასხმების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 24 მშვიდობიანი მოქალაქე და 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მძიმედ დაშავდა.

რუსეთის მიერ კორეული რაკეტების გამოყენების ერთ-ერთი პირველი შემთხვევა 2023 წლის 30 დეკემბერში ზაპოროჟიეს დაბომბვის დროს დაფიქსირდა. შემდეგი თავდასხმა მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში, კიევში მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე განახორციელეს.

რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა უარყოფენ, რომ ფხენიანი მოსკოვს საბრძოლო მასალას აწვდის.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია