პარლამენტში, ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციის შესრულების საკითხზე შეხვედრა იწყება, რომლის მთავარი თემა მართლმსაჯულების რეფორმაა

პარლამენტში, ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციის შესრულების საკითხზე შეხვედრა იწყება, რომლის მთავარი თემა მართლმსაჯულების რეფორმაა.

შეხვედრაში მონაწილეობენ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების დეპუტატები, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, “აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმაში” შემავალი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე გაუძღვება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, მმართველი გუნდი სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით ისეთი წინადადებებისა და იდეების მოსმენას ელის, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებულ წესებთან იქნება თავსებადი.

„მზად ვართ, თავი მოვუყაროთ და გავიზიაროთ ისეთი იდეები, რაც თავსებადია ევროპულ სტანდარტებთან და იმ მიდგომებთან, რა მიდგომების იმპლემენტაციაც ჩვენ გვსურს. ჩვენი მიზანია რა, ევროკავშირში ინტეგრაცია, ჩვენთვის პრიორიტეტულია ევროპული წესები, რაც ასევე მორგებული უნდა იყოს ქვეყნის კონსტიტუციასთან. ჩვენ ამ მიდგომით ვიმუშავებთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეხვედრა მედიისთვის დახურულია.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია