ხატია დეკანოიძე - ხელისუფლებას პენსიონერები მხოლოდ წინასაარჩევნოდ გაახსენდა - ძალიან მძიმეა იმის გათვითცნობიერება, რომ ადამიანების პოლიტიკურად გამოყენება ხდება

„ევროოპტიმისტების” დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ხელისუფლებას პენსიონერები მხოლოდ წინასაარჩევნოდ გაახსენდა.

მან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას, რომელსაც პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ, ჰკითხა, შესაძლებელი იყო თუ არა მანამდე პენსიონერებისთვის 2023 წლამდე აღებულ სესხებზე პროცენტის შემცირდება და ეს რატომ ადრე არ გაკეთდა?

„ნამდვილად კარგია, როდესაც პენსიონერებს, იმ ადამიანებს, რომელთა პრობლემებიც ძალიან ბევრმა აქ მყოფმა ადამიანმა არ იცის, პატარა შვება ექნებათ, მაგრამ რამდენიმე კითხვა მაქვს და ერთი შეთავაზება მექნება ხელისუფლებასთან, თუ აქამდე შეიძლებოდა ამის გაკეთება, აქამდე რატომ არ გაკეთდა? ძალიან დიდი ხანია ეს პრობლემა არის, რომელიც ყველას აწუხებს.წარმოუდგენელია ადამიანების ძალიან მძიმე მდგომარეობაში მიტოვება და სახელმწიფოს არაფერი არ გაეკეთებინოს. თქვენ აიღეთ და წინასაარჩევნოდ გააკეთეთ ეს ყველაფერი. ქალბატონო ნათია, თქვენ კი ამბობთ, რომ ეს კარგია. კარგია ნამდვილად, მაგრამ წინასაარჩევნოდ, როდესაც ასეთი რაღაც-რაღაცები კეთდება, ამას სხვა შეფასება შეიძლება მიეცეს. აქამდე შესაძლებელი იყო თუ არა ეს გაკეთებულიყო, მართლა გულწრფელად მაინტერესებს. ასეულობით მილიონი ლარი არის „ლიბერთი ბანკში“ პენსიონერებისგან გადახდილი, ზემოდან უმატებთ კიდევ 15 მლნ ლარს ბიუჯეტიდან არ აძლევთ ბატონ რუხაძეს ამ ფულს? აბა, საიდან ვაძლევთ? თუკი შესაძლებელი იყო აქამდე ეს ყველაფერი გაკეთებულიყო, მაშინ რატომ ვახდევინეთ ამ ადამიანებს ზედმეტად 20-30 და 40 ლარი? შეთავაზება მექნება, ხელისუფლება თუ ფიქრობს იმაზე, რომ დაუბრუნოს პენსიონერებს ის თანხა, რა თანხაზეც საუბარი იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ჩანს, პოლიტიკური ნება სჭირდებოდა ხელისუფლებას, რომ ეს გაეკეთებინა და მხოლოდ წინასაარჩევნოდ გაახსენდათ პენსიონერები. ძალიან მძიმეა იმის გათვითცნობიერება, რომ ამ მდგომარეობაში ადამიანების პოლიტიკურად გამოყენება ხდება“, - განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ პენსიონერებს 2023 წლამდე აღებულ სესხებზე პროცენტი შეუმცირდებათ. ჯამში, საუბარია 150 000-ზე მეტ სესხზე. დღეს პარლამენტში დეპუტატები ინტერპელაციის წესით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავას უსმენენ. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის პირველი პუნქტით მონიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე ინტერპელაციის წესით ნათია თურნავას 7-მა დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა, თეონა აქუბარდიამ, იაგო ხვიჩიამ, ალექსანდრე რაქვიაშვილმა, ჰერმან საბომ, ვახტანგი მეგრელიშვილმა და ქეთევან თურაზაშვილმა მიმართა.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით სუბურბან საგურამოში ლიმიტირებულ მიწის ნაკვეთზე
არქიში ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის - 201 ბინა გაიყიდა
იმპექსის სააფთიაქო ქსელმა მომხმარებელს KORRES-ის ინოვაციური ანტიასაკობრივი ხაზი Black Pine Primus წარუდგინა
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა